გურიის სამოქალაქო კლუბების წევრები საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს შეხვდნენ

2012 წლის 15 თებერვალს გურიის რეგიონში დაარსებული 7 სამოქალაქო კლუბის წევრები ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულთან, ბატონ ვალერი ჩიტაიშვილთან. მოზარდებმა ისაუბრეს საკუთარ კლუბებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და წამოჭრეს ის პრობლემები, რომელთა მოგვარება მნიშვნელოვანი იქნებოდა ახალგაზრდებისთვის. ბატონმა ვალერიმ ძალიან დიდი ინტერესი გამოხატა ახალგაზრდული ინიციატივებისადმი და სრული მხარდაჭერა აღუთქვა პროექტს. დაპირდა ახალგაზრდებს, რომ დიდი სიამოვნებით გაუწევდა თანადაფინანსებას საინტერესო ინიციატივებს. ამავდროულად დაპირდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის ახალგაზრდებს, რომ კვლავ აღადგენდა სტადიონის შეჩერებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შეხვედრა ძალიან მეგობრულ გარემოში გაიმართა და წამოიჭრა რამდენიმე ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიების იდეაც.
გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი