სამოქალაქო განათლების ეროვნული გეგმის შეფასება

2010 წლის 25 სექტემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში PH International-მა ორგანიზება გაუწია სამოქალაქო განათლების ეროვნული გეგმის სამუშაო ვერსიის შეფასებას. შეხვედრას ესწრებოდნენ ექსპერტები პროფესიული ასოციაციებიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აკადემიკოსები, სამოქალაქო საგნის პედაგოგების და სკოლის დირექტორები. თავდაპირველად პროგრამის დირექტორმა ქ-ნ მარინა უშვერიძემ მონაწილეებს დეტალურად გააცნო პროგრამის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. სამოქალაქო განათლების ეროვნული გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვისას ფასილიტაციას უწევდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტი ბ-ნ გიორგი გახელაძე. განათლების სამინისტრო ამჟამად მუშაობს 2011-2016 წ.წ. ეროვნული გეგმის განახლებაზე. PH International-ი აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს შეჯამებული სახით წარუდგენს სამინისტროს სამოქალაქო განათლების ეროვნული გეგმის შემდგომი გაუმჯობესებისათვის.