დებატების ფინალური ტურნირი ქუთაისში
2012 წლის 3 თებერვალს ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში დებატების ფინალური შეჯიბრი გაიმართა. გუნდებში წარმოდგენილი იყვნენ 32-ე, 17-ე, 21-ე, მე-2 და 30-ე სკოლის მოსწავლეები. ტურნირს ესწრებოდნენ ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. სადებატო რეზოლუცია იყო ,,არასრულწლოვნებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება უნდა ქონდეთ’’. დებატები ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ფინალური თამაშის მსაჯები 32-ე სკოლის დირექტორთან ქ-ნ ნათია ნამიჭეიშვილთან ერთად სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ეს კიდევ ერთი ძალიან კარგი გამოცდილება იყო მათთვის. გამარჯვება უარმყოფელ გუნდს ხვდა წილად, ხოლო საუკეთესო მომხსენებლის ტიტული კი - ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა, ვალერი ფორჩხიძემ მიიღო.
„ ძალიან კარგი ინიცაიტივა გამოგვივიდა, ბევრი ახალი უნარ-ჩვევა შევიძინეთ, რაც მომავალში გამოგვადგება, სერთიფიკატი კი, რომელიც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა დაჯილდოებაზე გადმომცა, მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიული ზრდისთვის“.- თქვა სოფიო ორმოცაძემ, 32-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა, ღონისძიების დასასრულს.
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი