დებატების ფინალური ტურნირი ქუთაისში

2012 წლის 3 თებერვალს   ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში  დებატების  ფინალური შეჯიბრი გაიმართა. გუნდებში წარმოდგენილი იყვნენ 32-ე, 17-ე, 21-ე, მე-2 და 30-ე  სკოლის მოსწავლეები.  ტურნირს ესწრებოდნენ   ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. სადებატო რეზოლუცია იყო ,,არასრულწლოვნებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება უნდა ქონდეთ’’. დებატები ძალიან საინტერესოდ წარიმართა,  ფინალური თამაშის მსაჯები 32-ე სკოლის დირექტორთან ქ-ნ ნათია ნამიჭეიშვილთან ერთად სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ეს კიდევ ერთი ძალიან კარგი გამოცდილება იყო მათთვის.  გამარჯვება უარმყოფელ გუნდს ხვდა წილად, ხოლო საუკეთესო მომხსენებლის ტიტული კი -  ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა, ვალერი ფორჩხიძემ მიიღო. 
„ ძალიან კარგი ინიცაიტივა გამოგვივიდა, ბევრი ახალი უნარ-ჩვევა შევიძინეთ, რაც მომავალში გამოგვადგება, სერთიფიკატი კი, რომელიც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა დაჯილდოებაზე გადმომცა,  მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიული ზრდისთვის“.- თქვა  სოფიო ორმოცაძემ,   32-ე საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბის ლიდერმა, ღონისძიების დასასრულს. 

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი