ტრენინგი სოციალურ მედიაში

2012 წლის 11 თებერვალს  51–ე საჯარო სკოლის  ინფორმატიკის კაბინეტში  სოციალური მედიის ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის 104-ე, 120-ე, 51-ე,  აფხაზეთის მე–3, საჯარო სკოლების და კერძო სკოლის ”მწიგნობართუხუცესის” სამოქალაქო კლუბების  წევრები (19 მოსწავლე). 
ტრენინგს უძღვებოდა სამოქალაქო კლუბის ყოფილი წევრი ბაჩო ბორაშვილი კახეთის რეგიონიდან. მან სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში თავად გაიარა ტრენინგი სოციალურ მედიაში, შემდეგ მონაწილეობა მიიღო პროგრამის ფარგლებში  ჩატარებულ 2011 წლის ბლოგების კონკურსში და გაიმარჯვა. ეხლა, წარმატებული ბლოგერი სიამოვნებით უზიარებს გამოცდილებას სამოქალაქო კლუბის წევრებს. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სოციალური მედიის შესახებ, მისი გამოყებენის საშუალებებზე და ისწავლეს ბლოგის შექმნა.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს PH International,  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.