ერთი დღე კათარზისის სათნოების სახლში

2012 წლის 6 თებერვალს თბილისის 51-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ”სივიკის” წევრები სათნოების სახლს „კათარზისს“ ეწვივნენ და ერთი დღე ხანდაზმულებთან ერთად გაატარეს. მოსწავლეებმა ხანდაზმულთათვის სადილის მომზადების პროცესში  მიიღეს მონაწილეობა.  კლუბის წევრები  ხალისით ემსახურებოდნენ ხანდაზმულებს. სადილის შემდეგ კლუბის წევრები  გაესაუბრნენ მოხუცებს და გააცვნეს კლუბის საქმიანობა. ასევე შეხვდნენ ქალბატონს, რომელმაც გაიმარჯვა 2010 წლის კონკურსში  ” წლის საუკეთესო ბებია” და  ვიდეო ინტერვიუ ჩაიწერეს ხანდაზმულ ქალბატონთან.
 
მოსწავლეების აქცია კათარზისში თაობათა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გაგრძელდა და 9 თებერვალს ამავე აქციაში ჩაერთო  აფხაზეთის #3 სკოლის სამქალაქო კლუბი.
 
თბილისის მოზარდთა სახლი