სამოქალაქო კლუბების საქმიანობა გურიის რეგიონში

გურიის რაიონის სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებმა 2012 წლის იანვრის თვეში  შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმების გაზიარებისა და მომავალი თანმშრომლობის მიზნით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  სამოქალაქო კლუბის წევრები  შეხვდნენ ქ-ნ ნინო ძიძიგურს – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს. ქ-ნმა ნინომ ახალგაზრდებს გააცნო საკრებულოს მუშაობის სტრუქტურა, სხდომების ჩატარების პრინციპი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  მოსწავლეების მიერ დასმული შეკითხვები ძირითადად ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას შეეხებოდა. მოზარდების აზრით, სამოქალაქო კლუბის წევრების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელს შეუწყობს თემში არსებული პრობლემების მოგვარებას.    

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნისა და ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის  მოწვევით ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა ქ-ნი თეა უჯმაჯურიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი. ქალბატონმა თეამ ახალგაზრდებს გააცნო სამსახურის მუშაობის მიმართულებები. მოზარდების მიერ დასმული შეკითხვები ეხებოდა მოზარდებზე ძალადობის შესაძლო  ფაქტებს  და  ბავშვების უფლებებისა და მოვალეობების  საკითხებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო კლუბების მოწვევით გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში გაიმართა შეხვედრა ბ-ნ მიხელ გოგოტიშვილთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილესთან. 
ბატონმა მიხეილმა  ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურაზე და  სოფლის განვითარების პროგრამის  შესახებ ისაუბრა.  მოსწავლეებმა სამოქალაქო კლუბის ინიციატივებზე, მათ მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე და ურთიერთ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი