სტუმრად ხაშურის ბავშვთა სახლში

ხაშურის ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლს  ხაშურის მე– 3 და მე-8  სკოლის  სამოქალაქო კლუბის წევრები, მუსიკალური სკოლის აღსაზრდელები და მათი პედაგოგები ეწვივნენ.  ბავშთა სახლის აღსაზრდელები დეკემბერში ხაშურის მე-3, მე-4 და მე-8 საჯარო სკოლებში გადანაწილდნენ სასწავლებლად. მათ უჭირთ ახალ გარემოსთან და ახალ სკოლასთან შეგუება.     მათთან დაახლოებისა და დამეგობრების მიზნით ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლში კონცერტი გაიმართა. საკონცერტო პროგრამაში ბავშვთა სახლის აღსაზდელებიც აქტიურად ჩაერთვნენ. საღამომ მხიარულად და საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვები დამეგობრდნენ და გადაწყვიტეს სამოქალაქო კლუბის  მომავალ ღონისძიებებში ბავშთა სახლის აღსაზრდელებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღონ.  
 
საზოგადოება"ბილიკი"