სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებისათვის

2012 წლის 25-27 იანვარს იმერეთის რეგიონის ახალი სამიზნე სკოლებისათვის გაიმართა   სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია,    რომელსაც ესწრებოდნენ  სკოლის დირექტორები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები 48 საჯარო სკოლიდან (სულ  82 პირი). პროგრამის პრეზენტაცია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით  ჩატარდა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
 
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას  პროგრამის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები გააცნეს. განხილული იქნა პროგრამის კომპონენტები და 2010-2011 წელს მიღწეული შედეგები. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის მენეჯერი და კოორდინატორი, სკოლის დირექტორები, რომლებმაც ისაუბრეს იმ ინიციატივების შესახებ, რომელიც სკოლის სამოქალაქო კლუბის  მოსწავლეებმა განახორციელეს. სამოქალაქო კლუბის წევრმა სოფიო ორმოცაძემ ისაუბრა მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, სოციალური მედიის და საზაფხულო ბანაკების კომპონენტის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა: ,,სამოქალაქო კლუბმა ბევრი სიახლე შეიტანა ჩემს ცხოვრებაში. თითქმის ყველა ღონისძიებაში აქტიურად ვარ ჩართული, ბევრი ტრენინგი გავიარე და გავაცნობიერე ჩემი სამოქალაქო ვალდებულებები და მოვალეობები. ვფიქრობ ამ პროექტის ფარგლებში  შევძლებ ბევრი კარგი გადაწყვეტილების ინიციატორი და თანამონაწილე ვიყო“.
 
ღონისძიების მონაწილე დირექტორებმა და პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ  პროგრამის ეფექტურად განხორციელება ხელს შეუწყობს სკოლებში სამოქალაქო განათლების ხარისხიანად სწავლებას.
 
PH-International - ის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების”  პროგრამა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მხარდაჭერით.
 
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი