ვიდეო კონფერენცია ამერიკელი და ქართველი მოსწავლეების მონაწილეობით

2011 წლის 17 იანვარს,  აჭარის რეგიონის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, ბათუმის საკრებულოში, ვიდეო კონფერენცია ჩაატარეს აშშ-ს, პენსილვანიის სახელმწიფო კოლეჯის მოსწავლეების მონაწილეობით   სამოქალაქო განათლების თემაზე. 
ვიდეო კონფერენციის დროს მოსწავლეებმა  გაცვალეს ინფორმაცია სამოქალაქო აქტივობებში მათი ჩართულობის შესახებ. დასმული იყო კითხვები  სკოლის, ოჯახის,  კულტურის და ცხოვრების წესის შესახებ ორივე ქვეყანაში. მოსწავლეებმა იმსჯელეს, რატომ არინ ისინი ჩართულნი სამოქალაქო აქტივობებში, რას აკეთებენ სხვადასხვა საკითხების  ადვოკატირების მიზნით და  რა დახმარებას ღებულობენ ახალგაზრდები, როდესაც ცდილობენ მოაგვარონ თემის პრობლემები. 
ვიდეო კონფერენციის ბოლოს, ამერიკელი და ქართველი მოსწავლეები შეთანხმდნენ გააგრძელონ ურთიერთობა,  შექმნან ელექტრონული გვერდი,  სადაც მათ ექნებათ საშუალება გაცვალონ აზრები და იდეები სამოქალაქო საქმიანობის შესახებ.
ვიდეო კონფერენციას უძღვებოდნენ  აშშ-დან ქეით ჰოფმანი, პედაგოგი პენსილვანიიდან და ემი ჰარისი საქართველოდან, მშვიდობის კორპუსის მოხალისე, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამასთან აჭარაში.
PH-International - ის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების”  პროგრამა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მხარდაჭერით.