სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების დანერგვა სკოლებში

2012 წლის 24 იანვარს, თბილისის მასწავლებლის სახლში,  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი სკოლებში  სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების  დანერგვის საკითხებზე. სემინარს უძღვებოდა პროგრამის სახელმძღვანელოების სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი  ნინო ბესელია. სემინარის მონაწილეები,  გამოცდილი ტრენერები და აღნიშნული სახელმძღვანელოების ავტორები, თავად ჩაატარებენ ტრენინგებს მასწავლებლებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
 
აღნიშნული ტრენინგების მეშვეობით, მასწავლებლები შეძლებენ სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენებას სასწავლო პროცესში და მათი საშუალებით გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებას.