ტრენინგ-სემინარი „დებატების წარმართვის უნარ-ჩვევები“

2012 წლის 17-18 იანვარს ქ. ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაიმართა ტრენინგ–სემინარი თემაზე "დებატების ტექნიკა", რომელსაც ესწრებოდნენ ქ. ქუთაისის  საჯარო სკოლების მოსწავლეები (სულ 25 მოსწავლე).


ტრენინგი მიზნად ისახავდა დებატების წარმართვის უნარის დაუფლებას, ცივილური კამათის, საკუთარი იდეებისა და შეხედულებების დაცვის უნარის  განვითარებას, აზრის თავისუფლად გამოთქმის, პრობლემის სათანადო კუთხით დანახვის, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, საჭირო ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის, არგუმენტირებულად მსჯელობის, დროის შეგრძნებისა და მისი რაციონალურად გამოყენების უნარის ჩამოყალიბებას.


მონაწილეებს საშუალება მიეცათ მოეწყოთ საჩვენებელი დებატები.


ტრენინგის შედეგად მომზადებული მოსწავლეები სამომავლოდ ჩამოაყალიბებენ გუნდებს თავიანთ სკოლებში და მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ დებატების ტურნირში.


ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი