ტრენინგი - სასკოლო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელოს გამოყენება

2012 წლის 21-22 იანვარს, თბილისში,  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციებისთვის. ტრენინგის მიზანი იყო სასკოლო სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელოს „გზამკვლევი სამოქალაქო ინიციატივებისთვის“  დანერგვისა და გამოყენების საკითხების განხილვა.  შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის, ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. (სულ 20 მონაწილე).

აღნიშნულ ტრენინგს თავად წიგნის ავტორი ნათია გიორგიძე უძღვებოდა.  ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში  მონაწილეებს საშუალება მიეცათ დეტალურად განეხილათ სასკოლო სამოქალაქო კლუბის ფუნქციები, საქმიანობა, ღონისძიებები და სახელმძღვანელოს ეფექტურად გამოყენების გზები,  რომელიც დახმარებას გაუწევს  სამოქალაქო კლუბის წევრებს,  სახელმძღავნელოს მეშვეობით ბევრი საინტერესო და სასარგებლო აქტივობები  განახორციელონ.