გორის სამოქალაქო კლუბების აქტივობების პრეზენტაცია, ფოტო–გამოფენა და ფილმების ჩვენება

2011 წლის 27 დეკემბერს, გორში, სასტუმრო „ვიქტორიაში“ გაიმართა სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია,  ფოტო–გამოფენა და ფილმების ჩვენება.  ფილმები გადაიღეს სამოქალაქო კლუბის წევრებმა, რომლებმაც ტრენინგები „სცენარის წერასა და ფილმების გადაღებაში"  საზოგადოება „ბილიკის” ჟურნალისტიკის სტუდიაში გაირეს.
 
ღონისძიებას გორის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, ჟურნალიტები  და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ. შეხვედრა ძირითადად ემსახურებოდა ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის  პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, ასევე მოზარდების ინფორმირებას და ჩაბმას სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებში, რომელიც 2012 წელს იგეგმება.
 
გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  და მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლებმა თავიანთი საქმიანობის  პრეზენტაცია გააკეთეს და პროგრამებზე ისაუბრეს.
 
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოზარდთა და ახალგაზრდობის საქმეებზე მომუშავე ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები ითანამშრომლებენ, გაცვლიან ინფორმაციას,  ჩაერთვებიან და მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ ღონისძიებებში.
 
საზოგადოება „ბილიკი”
 
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International-ი  USAID-ის (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) დაფინანსებით.