შეხვედრები მესხ მოსწავლეებთან

2011 წლის  ნოემბერში,  სამოქალაქალაქო განათლების და პედაგოთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის საჯარო სკოლის  მესხი მოსწავლეებისათვის  ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე   ტრენინგები და სემინარები ჩატარდა. (1982-83 წლებში აზერბაიჯანიდან და უზბეკეთიდან  რეპატრირებულ მესხთა 30-მდე ოჯახი  სოფელ იანეთში ჩასახლდა, რომლებიც დღესაც იზოლირებულად ცხოვრობენ). ტრენინგის მიზანი  მესხი მოსწავლეების  საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო. ტრენინგის დროს ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. მოსწავლეების შემდეგი შეხვედრა დეკემბერში გაიმართა, სადაც მესხი მოსწავლეების  პრობლემების გამოვლენა წინასწარ შედგენილი კითხვარის მეშვეობით მოხდა. გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად მოსწავლეებმა ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს.შეხვედრას სამტრედიის მუნიციპალიტეტთან არსებული ახალგაზრდული საკრებულოს წერები და მათი ხელმძღვანელი ნათია იობიძე  ესწრებოდენენ. მოსწავლეები შეხვედრის შედეგებით კმაყოფილები დარჩნენ:  ,,ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ იანეთის სკოლის მოსწავლეებს დავუმეგობრდით. დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა, მაგრამ სამომავლოდ ბევრი აქტივობა დავგეგმეთ,“ - თქვა ბექა კაცაძემ, სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლემ.ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი