კასპის სამოქალაქო კლუბის წევრები გორის სასამართლოს ეწვივნენ

2011 წლის 11 დეკემბერს,   კასპის მეორე საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბის წევრები  გორის სასამართლოში სტუმრად იმყოფებოდნენ.
სასამართლოში ვიზიტი მიზნად ისახავდა ”მომავალი კანონდამცველებისთვის” სასამართლო პროცესის  განხორციელების   ადგილზე გაცნობას, რაც მოსწავლეებს დაეხმარება კლუბის მიერ დაგეგმილი იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარებაში. საზოგადეობა „ბილიკის“  კლუბის ლიდერმა სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა მიიღო და    კლუბის წევრებთან ერთად  სათანადო კითხვები მოამზადა. 
სტუმრებს მოსამართლის თანაშემწე  ქ-ნი ნინო შავდათუაშვილი შეხვდა და  სასამართლო დარბაზში შეუძღვა. ბავშვებს   დაწვრილებით და გულდასმით მათთვის საინტერესო თემებზე  ვრცელი და ამომწურავი ინმფორმაცია მიაწოდა,  ასევე აუხსნა  რა არის ნაფიცი მსაჯულების მოვალეობა და პასუხისმგებლობა.  
მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს და გაიღრმავეს ცოდნა სამართლებრივ საკითხებზე, რაც გაუადვილებს მათ დაგეგმილი იმიტირებული სასამართლო პროცესის  ჩატარებას.