”სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების” პროგრამის სამუშაო შეხვედრა პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

2011 წლის 8-9 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო ”ვერე პალასში”, PH-International-ის ”სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების”  პროგრამის სამუშაო შეხვედრა გაიმართა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. შეხვედრას, პროგრამის მონაწილე, საქართველოს 10 რეგიონის არასამთავრობო ორგაიზაციები ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა 2012 წლის ”სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების” პროგრამის სამოქმედო გეგმის, განხორციელებისა და ანგარიშგების საკითხების განხილვას. 

შეხვედრა PH-International-ის დირექტორმა საქართველოში ბ-ნმა ბერდია ნაცვლიშვილმა გახსნა და  მონაწილეებს შეხვედრის მიზანი და განრიგი გააცნო. ქ-ნმა მარინა უშვერიძემ, პროგრამის დირექტორმა, მიმდინარე პროექტის შედეგებზე, 2012 წლის პროგრამით გათვალისწინებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.    ქ-ნმა თამუნა ფრუიძემ, გრანტების მენეჯერმა, სამოქმედო გეგმის შედგენაზე და პროგრამის ანგარიშგების საკითხებზე გაამახვილა დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ყურადღება. პროგრამის ფინანსურ საკითხებზე მონაწილეთა დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხი  ბ-ნმა არჩილ კობახიძემ, PH-International-ის საქართველოს ოფისის ფინანსურმა მენეჯერმა გასცა. სოციალური მედიის ხელშეწყობის   საკითხები ბ-ნმა სანდრო ასათიანმა, პროგრამის ინფორმაციისა და სოციალური ქსელების მენეჯერმა გააცნო დამსწრეებს. პრეზენტაცია, პროგრამის საინფორმაციო მხარდაჭერის შესახებ წარმოადგინა ქ-ნმა მანანა ყუბანეიშვილმა, პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა. 
 
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის  (CTC -ის) წარმომადგენლები, როლებმაც პროგრამის ფარგლებში პედაგოგთა გადამზადების შედეგები გააცნეს შეხვედრის მონაწილეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ტრენინგის წარმატებული მონაწილე პედაგოგთათვის სერთიფიკატები გადასცეს დასარიგებლად.

 სამუშაო შეხვედრა კონსტრუქციული იყო.

PH-International-ის ”სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების”  პროგრამა ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.