ჩოხატაურის სამოქალაქო კლუბის წევრების შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან

2011 წლის 18 ნოემბერს, ჩოხატაურის #1  და ჩაისუბნის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა შეხვედრა მოაწყვეს, რომელზედაც მოიწვიეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი,  სასწავლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და თემის წევრები. მონაწილეთა შორის საინტერესო დისკუსია შედგა. სიკითხი ეხებოდა სამოქალაქო კლუბის წევრების  ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეობრივი პასუხისგებლობის გააქტიურების მიზნით. წინადადება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს და ახალგაზრდებს დახმარება აღუთქვეს. აქვე, მოსწავლეებმა თემში არსებულ პრობლემაზე შეაჩერეს დამსწრე საზოგადოების ყურადღება. მათ აღნიშნეს, რომ სკოლასთან მიმდებარე ტრასის გასწვრივ დამცავი ჯებირის არ არსებობა საფრთხეს უქმნის  ფეხით მოსიარულე მოსწავლეებს, მასწავლებლებს და თემის წევრებს. ჩოხატაურის გამგებელი დაპირდა კლუბის წევრებს უახლოეს მომავალში მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა.