ტოლერანტობის დღე რუსთავის საჯარო სკოლაში

2011 წლის 16 ნოემბერს, რუსთავის 15-ე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა ,,მე-  აქტიური მოქალაქე” ჩაატარა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია "მე,შენ,ის- ჩვენ ტოლერანტი მოქალაქეები". 
 
აქციისადმი სამზადისი კლუბმა რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო, განაწილდა ფუნქციები და დასახელდა პასუხისმგებელი პირები. გამოცხადდა ტოლერანტობის თემაზე შექმნილი ლოგოსა და სლოგანის კონკურსი. ნამუშევრები ჟიურის გადაეგზავნა შესაფასებლად. მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური პოსტერები. მომზადდა და დაიბეჭდა 100 ცალი  ბუკლეტი ტოლერანტობის საკითხებზე. აქციაში მონაწილეობის  სურვილი გამოთქვეს სკოლის მანდატურებმა, რომლებმაც ღონისძიების მსვლელობის დროს წესრიგის უზრუნველყოფა  ითავეს.
 
16 ნოემბერს მოეწყო ცოცხალი ჯაჭვი, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები, პედაგოგები და მანდატურები.  აქციის დროს გაისმოდა სხვადასხვა შეძახილები: ჩვენ ვართ ტოლერანტი მოქალაქეები!  ჩვენ ვართ ტოლერანტი სკოლა! და სხვა.
 
აქციის მსვლელობის დროს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა საკლასო  დაფაზე გამოხატეს თავიანთი შეხედულებები ტოლერანტობის თემაზე, ხოლო სკოლის კედელზე დაწერეს ტოლერანტობასთან დაკავშირებით თავიანთი შეხედულებები და განათავსეს თემატური პოსტერები.   შემდეგ, გამოცხადდა ტოლერანტობის ლოგოს გამარჯვებული-XI კლასის მოსწავლე თამარ კოპალიანი.
 
ტოლერანტობის თემაზე შექმნილი ბუკლეტები დაურიგდათ, როგორც მოსწავლეებს ისე თემის წევრებს.
პროექტის განხორციელების შედეგად ამაღლდა თემის წევრთა ტოლერანტული ცნობიერება.