სამოქალაქო კლუბების კონფერენცია ოზურგეთში

2011 წლის 31 ოქტომბერს, ოზურგეთში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბების კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია მიზნად ისახავდა განხორციელებული წარმატებული ღონისძიებებისა და  პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას. 
 
შეხვედრას ბახვის საშუალო სკოლის სამოქალაქო კლუბი მასპინძლობდა და მასში მონაწილეობდნენ ოზურგეთის სამოქალაქო კლუბის წევრები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები,  ოზურგეთის  რაიონის თვითმმართველობის, PH International-ის და მასმედიის წარმომადგენლები. 
 
კონფერენციაზე ანგარიშით წარსდგნენ ოზურგეთის სამოქალაქო კლუბის წევრები: თითოეულმა სამოქალაქო კლუბმა გასულ წელს  განახორციელა ოთხი საინიციატივო აქტივობა, სამი მცირე გრანტის პროექტი და მონაწილეობა მიიღო ორ რეგიონალურ ღონისძიებაში. 
 
კონფერენციამ მონაწილე კლუბის წევრებს საშუალება მისცა ერთმანეთის გამოცდილებას გასცნობოდნენ და საუკეთესო საქმიანობები მომავალში საკუთარ თემებში დაენერგათ. დასასრულს მასპინძელი კლუბის წევრებმა კიდევ ერთი ინიციატივა გაახმოვანეს. მოსწავლეებმა სოფელ ბახვის უძველეს უბანში ენდემური ხეების დარგვის წინადადება წამოაყენეს, რასაც თემის წევრები დადებითად შეხვდნენ. ასევე სამომავლოდ დაიგეგმა კლუბების თანამონაწილეობა ერთობლივ პროექტებში.