სამოქალაქო კლუბის წევრებმა დასუფთავების აქცია ჩაატარეს

2011 წლის ოქტომბერში,  გორის მე–12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა დასუფთავების აქცია ჩაატარეს. ინიციატივის განსახორციელებლად მოსწავლეები გორის მუნიციპალიტეტს და ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციას „ადამიანი გაჭირვებაში“  დაუკავშირდნენ,  რათა ერთობლივი თანამშრომლობის გზით განეხორციელებინათ სამოქალაქო საზოგადოების პროექტები. შეხვედრის დროს გამოიკვეთა  ქალაქის დასუფთავების პრობლემა და გადაწყვიტეს გორის სხვადსხვა უბნების დასუფთავება დაეწყოთ. 
 
გორის მე–12 საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბის მიერ წარდგენილი პროექტის „სუფთა გარემო“ თანადაფინანსება ითავა ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ და გორის მუნიციპალიტეტმა. აღსანიშნავია, ამ ჯგუფს ჰქონდა პროექტის წერის და განხორციელების კარგი გამოცდილება „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში და მათი წარდგენილი პროექტი წარმატებული აღმოჩნდა.
 
მოსწავლეებმა შესძლეს სხვა სამოქალაქო კლუბების და თემის წევრების მობილიზება და არსებული პრობლემის მოგვარება. დასუფთავების აქციაში ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა.