თანადგომა გავუწიოთ თანატოლებს

თბილისის მე-11 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები თბილისის კრიზისული ცენტრის მოზარდებს დაუმეგობრდნენ. თავდაპირველად, კლუბის წევრები ბავშვებთან დაახლოების მიზნით სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს მართავდნენ: ერთად მიდიოდნენ კინოში, გასართობ ცენტრებში და აწყობდნენ ექსკურსიებს. შემდგომ,  კლუბის წევრებმა თბილისის სხვა კლუბების ჩართვა გადაწყვიტეს კრიზისული ცენტრის ბავშვების დასახმარებლად და სოციალური ქსელების გამოყენებით ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეგროვების აქცია წამოიწყეს.  შეგროვილი საჩუქრები ბავშვებს დაურიგეს. დახმარების აქციამ ფართო მასშტაბები მიიღო, კრიზისული ცენტრის მოზარდების დასახმარებლად ტელეკომპანია ”იმედი” ჩაერთო და ტელეგადაცემა ”რემონტის” დახმარებით კრიზისული ცენტრის სარეაბილიტაციო ოთახი გაარემონტა.

სამოქალაქო კლუბის წევრები მომავალშიც აპირებენ გააგრძელონ კრიზისული ცენტრის მოზარდების დახმარება და კვლავ შეუგროვონ ბავშვებს ახლა უკვე ზამთრის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მათ ამ საკითხში მხარდაჭერა აღუთქვა  პარტნიორმა ოგანიზაციებმა:  ”თბილისის მოზარდთა სახლი” და  ”მშვიდობა და განათლება”.