სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები ხურვალეთის დევნილთა დასახლებას დაეხმარენ

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილი სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა, შიდა ქართლში, ხურვალეთში დევნილი მოსახლეობის საჭიროებები შეისწავლეს. შესწავლის შედეგად გამოვლინდა დასახლებაში ბიბლიოთეკის დაარსებისა და ქარსაცავი ზოლის გაშენების საჭიროება. მოსწავლეებმა აღნიშნული საჭიროებები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს, ასევე აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებსა და გამომცემლობებს. ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მათ შეძლეს ხურვალეთში ბიბლიოთეკის მოწყობა. გორის მუნიციპალიტეტმა 100 ძირი ხე გამოყო ხურვალეთში ქარსაცავი ზოლის გასაშენებლად. 16 ოქტომბერს ხურვალეთის დასახლებაში ქარსაცავი ზოლის გაშენების მიზნით გამართულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თემის წარმომადგენლებმა.