შეხვედრა #51 საჯარო სკოლაში

6 ოქტომბერს ქ.თბილისის #51 საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა, რომელზეც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში (ACETT) ჩართული სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია მოაწყვეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ. USAID - ის წარმომადგენლები: ქალბატონი დონა სტაუფერი და ბატონი გიორგი ვაშაკიძე. PH International-ის წარმომადგენლები: ACETT-ის პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე, ACETT-ის პროგრამის გრანტების მენეჯერი თამუნა ფრუიძე და ACETT-ის ინფორმაციისა და სოციალური ქსელების მენეჯერი სანდრო ასათიანი.