აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი სამოქალაქო განათლების ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

12 ივლისს, აშშ-ის ელჩი ბ-ნი ჯონ ბასი და მისი მეუღლე, ქ-ნი ჰოლი ჰოლზერ ბასი სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკს ესტუმრნენ. ბანაკი ტარდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. ელჩმა ისაუბრა სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელობაზე და უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს კარგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა სტუმრებს მოუთხრეს საკუთარი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ, რომლებიც  მათ  სამოქალაქო კლუბებში განახორციელეს, ისაუბრეს საკუთარ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.
ხუთი დღის განმავლობაში, ბანაკის მონაწილე პედაგოგები და მოსწავლეები შეხვდებიან სტუმრებს, მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგებში, შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში და შეიძენენ ახალ მეგობრებს.