საზაფხულო ბანაკი

2011 წლის 30 ივნისს  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში  გაიხსნა სამოქალაქო განათლების პირველი მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკი.  ბანაკმა შესაძლებლობა მისცა 85 მოსწავლესა და პედაგოგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება, შეემუშავებინათ ერთობლივი პროექტები სამოქალაქო მონაწილეობის მიზნით, გაეგოთ უფრო მეტი მოხალისეობის, დამოუკიდებელი ძალისხმევისა და ადვოკატირების შესახებ. ბანაკის მიმდინარეობის მანძილზე, 5 დღის განმავლობაში, მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები, შეხვდნენ ცნობილ ადამიანებს, შეიძინეს ახალი მეგობრები და მონაწილეობა მიიღეს მრავალ სახალისო ღონისძიებაში. ბანაკის ბოლო დღე დაეთმო მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაციას, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებას.