სამოქალაქო კლუბები მოზარდების პრობლემებს განიხილავენ

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი სკოლების მიერ  2011 წლის 22 ივნისს ახალციხის სახელმწიფო თეატრში დაიდგა თეატრალური წარმოდგენა, რომელიც მოზარდთა პრობლემებს ეხებოდა. წარმოდგენის სცენარი მოსწავლეებმა შექმნეს იმ მიზნით, რომ საზოგადოებისთვის გაეცნოთ ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დღევანდელი ახალგაზრდობა დგას (მოზარდებს შორის ძალადობა, კანონდარღვევის ფაქტები, აზარტული თამაშები). წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად განიხილეს აღნიშნული პრობლემები და იმსჯელეს მათი გადაწყვეტის გზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე.  სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა ასევე გააკეთეს მათ მიერ გადაღებული ვიდეო რგოლების პრეზენტაცია. ვიდეო რგოლები მიეძღვნა მოზარდთა შორის არსებულ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის აბუჩად აგდება, ბავშვის უფლებების დარღვევა, მოზარდების არაჯანსაღი ცხოვრების წესი და მათი არჩევანი.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ორგანიზაცია PH International -ის პარტნიორი ორგანიზაციის - ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ. თეატრალურ წარმოდგენასა და განხილვას დაესწრნენ მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მშობლები, საგანმანათლებლო რესურცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.