სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული ფორუმი დაარსდა

24 ივნისს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაარსდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული ფორუმი. პრეზენტაცია გაიმართა ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრში.


აღნიშნული ეროვნული ფორუმი წარმოადგენს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პირველ გაერთიანებას საქართველოში, რომელიც წევრებს შესთავაზებს პროფესიული ზრდის, მოტივაციისა და აღიარების შესაძლებლობებს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხი საქართველოს სკოლებში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ექსპერტები, სკოლის ადმინსიტრაციისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.