ჯანმრთელობის ფორმულა

9 ივნისს, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი სკოლები შეიკრიბნენ ქ. ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხვორების პოპულარიზაციის მიზნით. გაიმართა ახალგაზრდებს შორის ველოსიპედის მარათონი და სპორტული შეჯიბრებები, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა. ჯუმბერ ლეჟავამ, რომელიც გახლავთ გინესის რეკორდსმენი, მსოფლიო ბაიკერ-მოგზაური გაეროს მსოფლიო მოქალაქე, მხარი დაუჭირა ღონისძიებას და თავად მიიღო მონაწილეობა ველოსიპედისტთა მარათონში. ღონისძიება ორგანიზეული იყო PH International-ისა და მისი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის „ათინათის“ მიერ, ასევე საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროგრამის მონაწილე სკოლების სამოქალაქო კლუბებიც. სპონსორის სახით, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ასევე კერძო კომპანიებმა.

მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი, მარინა უშვერიძე, ზუგდიდის საკრებულოს ხელმძრვანელი ლევან კონჯარია და ზუგდიდის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე დარეჯან გაბედავა. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ორგანიზატორებმა სპეციალურად მსოფლიოს პირველი ველოსიპედის ძეგლი დაამზადეს,  რომელიც ზუგდიდის საკრებულოსთან შეთანხმებით ცენტრალურ მოედანზე დაიდგმება.

ღონისძიებაზე მონაწილეებმა მიიღეს პრიზები სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებისათვის, როგორიცაა საუკეთესო ესე ველოსიპედის თემაზე, საუკეთესო წარმოდგენა ველოსიპედის გამოყენებით, ყველაზე საუკეთესო და დასამახსოვრებელი წარმოდგენა.