სამოქალაქო კლუბების წევრები დემოკრატიულ პრინციპებს ეცნობიან

2011 წლის 14 აპრილს ქ. გორში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციამ  „ბილიკმა“ შეაჯამა სამოქალაქო განათლების კონკურსის მონაწილე მოსწავლეთა შედეგები. კონკურსში მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლის 26 საჯარო სკოლამ და მიზნად ისახავდა მათი ცოდნის შეფასებას დემოკრატიისა და სამოქალაქო ცხოვრებაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ. კონკურსი სამ ეტაპად ჩატადა. კონკურსის ბოლო ეტაპზე, ნახევარფინალისტების გუნდი სამი სხვადასხვა სკოლიდან ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და პასუხობდნენ შეკითხვებს და სიტუაციურ პრობლემებს დემოკრატიის, კარგი მოქალაქეობის, კანონმდებლობის, სოციალური პრობლემებისა და მოქალაქეთა სამოქალაქო პროცესებში მონაწილეობის შესახებ. გამარჯვებულად გამოვლინდა სოფელი ზერტის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის გუნდი. სამივე ნახევარფინალისტთა გუნდის წევრები და მათი პედაგოგები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და სიმბოლური პრიზებით.