"დემოკრატიული სამყარო"

15 მაისს, სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების მონაწილეობით თელავში ჩატარდა ღონისძიება „დემოკრატიული სამყარო“, როლის მიზანი იყო თელავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ მოსწვლეების მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. მოსწავლეებმა გამოიკვლიეს ინფორმაცია პანდუსების არსებობის შესახებ სხვადსხვა სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთან. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თელავში არსებული ორგანიზაციების 80%-ის ოფისებთან პანდუსები არ იყო გაკეთებული. ღონისძიებაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელის ინიციატივით მოსწავლეების მიერ გამოვლენილ ორგანიზაციებს დაუყოვნებლივ შეატყობინებდნენ პანდუსების არსებობის საჭიროებას მათ შენობებთან, ხოლო მომავალში სავალდებულო გახდება ყველა ახალი შენობისათვის პანდუსის გაკეთება. კვლევის გარდა, მოსწავლეები გეგმავენ ადგილობრივი თემის ინფორმირებულობის გაზრდას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის შესახებ და ამ მიზნით გაავრცელებენ სხვადსხვა საინფორმაციო ბუკლეტებსა და ვიდეო რგოლებს საზოგადოებაში.