დაიცავი გარემო, შეუერთდი მსოფლიოს!

ამა  წლის 17 აპრილს დღის 12 საათზე, თბილისში, დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე პარკში გაიმართება აქცია  “დაიცავი გარემო, შეუერთდი მსოფლიოს! “.

დღის ფარგლებში იგეგმება მეტად საინეტერესო გარემოსდაცვითი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. კერძოდ:

    * ახალგაზრდების მონაწილეობით პარკის დასუფთავება,
    * გამწვანება და ყვალილების დარგვა,
    * სიმბოლურად   GYSD-ს გამოსახვა
    * მოეწყობა ეკო-ფილმების ფესტივალი,
    * გაიმართება ეკო-თამაშები,
    * მოეწყობა გარემოს დაცვით თემაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა;
    * ასევე გაიმართება 2 კილომეტრიანი გარბენი.

აღნიშნული ღონისძიებით საქართველო უერთდება მსოფლიოს 100–ზე მეტ ქვეყანას  რომლებიც ჩართულნი არიან  “გლობალური ახალგაზრდული მოხალისეობის დღის” (GYSD) კამპანიაში.

წელს “გლობალური ახალგაზრდული მოხალისეობის დღე” (GYSD) აღინიშნება 15-17 აპრილს. 1988 წელს დაფუძნდა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ახალგზარდა, მოზარდი და ბავშვი უერთდება.

“გლობალური ახალგაზრდული მოხალისეობის დღის” (GYSD) მიზანია  ახალგაზრდებმა დადებითი ცვლილებები განახორციელონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ იმ საზოგადოებაში, ქალაქსა თუ ქვეყანაში, რომელშიც თავად ცხოვრობენ.

საქართველოში   პროექტ “დაიცავი გარემო, შეუერთდი მსოფლიოს” ორგანიზებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები;  არასამთავრობო ორგანიზაციები “ჰელფინგ ჰენდ”-ი; “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი”;  და საერთაშორისო კლუბი “ახალი თაობა”.

პროექტი  მხარდაჭერილია  დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის  გამგეობის მიერ.