ინტელექტუალური კონკურსი "ჩვენ და სამოქალაქო განათლება"

14 აპრილს 15:00 საათზე ქ. გორის #7 საჯარო სკოლაში ჩატარდება ინტელექტუალური კონკურსის "ჩვენ და სამოქალაქო განათლება" ფინალური შეხვედრა. შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში გამარჯვებული ხაშურის #3 საჯარო სკოლის, კასპის #2 საჯარო სკოლისა და გორის რაიონის სოფელი ზერტის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრები.