კონსულტაციები მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში პროგრამის პარტნიორი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ ღია კარის დღეებს:
 
აჭარა: 15 აპრილს, 13-16 საათამდე და 16 აპრილს, 11-14 საათამდე ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფისში ჩატარდება კონსულტაციები მცირე გრანტების კონკურსში დაინტერესებული პირებისათვის. საკონტაქტო პირი: მაია ქათამაძე, maia.katamadze@gmail.com. 
 
იმერეთი: 11 აპრილიდან 21 აპრილამდე ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფისში ღია კარის დღეები ჩატარდება რეგიონების მიხედვით.  ღია კარის დღეების დეტალური კალენდარი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. საკონტაქტო პირი: ილიკო ნაცვალაძე, civilprograms@gmail.com. 
 
 
ქვემო ქართლი: 13 აპრილს 15:00 საათზე საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ოფისში ჩატარდება ღია კარის დღე. საკონტაქტო პირი: ცირა თავშავაძე, civic.siqa@gmail.com.
 
 
შიდა ქართლი:  15, 19, 22 და 29 აპრილს, 15-18 საათზე საზოგადოება "ბილიკის" ოფისში ჩატარდება ღია კარის დღეები. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მარიკა მღებრიშვილს: 899534035.  
 
 
გურია: 12, 15, 19, 22, 26, 29 აპრილს  14-17 საათზე გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ოფისში ჩატარდება ღია კარიდ დღეები დაინტერესებული პირებისთვის. საკონტაქტო პირი: თამარ ღლონტი, tamghlonti@gmail.com.