ბულაჩაურში ,,ქომაგს“ იცნობენ

2012 წლის 15 მაისს, ბულაჩაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,ქომაგის"  წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო აქცია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  მცირე გრანტის პროექტის _  ,,სიმწვანე სოფელს" ფარგლებში. აქციის  მიზანი  იყო სოფლის მოსახლეობის ინფორმირება კლუბის მიერ ჩატარებული  დასუფთავება-გამწვანების სამუშაოების შესახებ. აქციის მონაწილეებმა თანასოფლელებს თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.
 
,,ქომაგელებმა" დაამზადეს პლაკატები და ბუკლეტები. მსვლელობა  ბულაჩაურის საჯარო სკოლიდან დაიწყო, მათ მთელი სოფელი  შემოიარეს, დაარიგეს ბუკლეტები, მეგაფონით მოუწოდებდნენ თანასოფლელებს, დაეცვათ სისუფთავე და მოფრთხილებოდნენ მწვანე ნარგავებს...
 
კლუბმა თავისი არსებობის 2-3 თვეში მოასწრო: სკოლის შემოგარენის დასუფთავება, მარტოხელა მოხუცების დახმარება საოჯახო საქმეებში, ნაგავასყრელად ქცეული სოფლის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და მეწყერსაშიშ ადგილზე მწვანე ნარგავების გაშენება, საქმიანი თანამშრომლობა სკოლის დირექციასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, თემთან. აქტივობების განხორციელებისა  და კლუბის  ცნობადობისთვის სოციალური ქსელების გამოყენება. სამოქალაქო კლუბმა შეძლო სოფელში არსებული პრობლემების გადასაჭრელად პირველი ნაბიჯები თავად გადაედგა.
 
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი