შიდა ქართლის მასშტაბით, პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი თემებზე: ადვოკატირება, პროექტების წერა და მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.

ტრენინგების მონაწილეებმა გამოკვეთეს სასკოლო და სათემო პრობლემები, შემდეგ კი შეიმუშავეს პროექტები მათ მოსაგვარებლად. პროექტების განხორციელება მოხდება მიმდინარე აკადემიური წლის პირველ სემესტრში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით.
ტრენინგებს დაესწრო 250-ზე მეტი მოსწავლე გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებიდან.