ქვემო ბოლნისი #1 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ვიზიტი მოხუცთა სახლში „ჭაღარა“

2012 წლის 15 მაისს სოფელ ქვემო ბოლნისის  #1 საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბის  წევრები და მასწავლებლები ეწვივნენ ხანდაზმულთა სახლს „ჭაღარას“ მცირე საგრანტო პროექტის  „ხელი-ხელს“ ფარგლებში.
 
სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოხუცებს წინა წლის შეხვედრების  ვიდეო რგოლი მოუმზადეს. ქვემო ბოლნისის #1 სკოლის აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას  ლექსები წაუკითხეს ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე.   დაუკრეს აზერბაიჯანულ ნაციონალურ ინტსრუმენტზე, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეებმა ხანდაზმულებს სოფლის ნობათიც მიართვეს ხილი და ტკბილეული, რომელიც მოხალისებრივ საწყისებზე იყო მოზადებული. შეუგროვეს  წიგნები, რომლის ნაკლებობას ძალიან განიცდიან ბენეფიციარები. ხანდაზმულები კმაყოფილები დარჩნენ განვლილი დღით, სტუმრებით და მიღებული საჩუქრებით. 
 
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: 20 მოსწავლე, 4 მასწავლებელი, მოხუცებულთა სახლში მყოფი 10 ხანდაზმული და უცხოელი მოხალისეები.    ნიელ ტროფინი და რეზვან ალისტარი მოხალისეები რუმინეთდან, ასევე პოლონელი ბლანკა რუდნიცკა, რომლებმაც  ღონისძიების მონაწილეებს გაუზიარეს  მოხალისეობის ევროპული გამოცდილება და პროექტის წევრებს დაეხმარნენ ღონისძიების წარმართვაში.
 
ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ „ბოლნელი“.