საზაფხულო ონლაინსკოლა დასრულდა!
პროექტი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 217-მა უფროსკლასელმა მიიღო მონაწილეობა.
ლექციების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა გააერთიანეს მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რის საფუძველზეც, წარმოადგინეს მინი პროექტები ვებსაიტების, მობილური აპლიკაციებისა და თამაშების სახით.