სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ტრენინგი

2011 წლის 17 იანვარს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების საპილოტე ტრენინგი ჩატარდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში.ტრენინგი განხორციელდა USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქლაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. საპილოტე ტრენინგ პროგრამაზე გამოყენებული იყო ახალი სამოქალაქო განათლების კურსი, რომელიც მიზნად ისახავს პედაგოგთა უნარ-ჩვევების გაზრდას თანამედროვე მეთოდოლოგიების, დამხმარე სახელმძღვანელოებისა და რესურსების გამოყენებისა და პრაქტიკული სწავლების წახალისებით.