სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის ორგაბნიზებით, სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე ეწვია.

ვიზიტი დაიგეგმა მოსწავლეთა პროექტის ფარგლებში, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკის გაანახლებას გულისხმობს. ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა სკოლას 75 ახალი წიგნი გადასცა. ასევე, დაიგეგმა მოსწავლეების ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში.