"ჩვენ ერთად ვივლით და ბოლოს ერთად გავშლით ევროპულ დროშას!" - ამ სლოგანით ქობულეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის ბულვარში ველო-გარბენი გამართეს.

ამავდროულად, სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა ევროპული სივრცე, რომელიც სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით მოეწყო.


მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირეს და შეუერთდნენ:

  • ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი.