თიბისი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან თანამშრომლობით, იწყებს ტექნოლოგიური განათლების პროგრამას. თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ უფასო კურსებზე 1 000-ზე მეტმა უფროსკლასელმა გაიარა რეგისტრაცია.

პირველ ეტაპზე, 500 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც 24 მაისიდან ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას შეისწავლიან. პროგრამა ასევე მოიცავს ონლაინ კურსებს, ვორქშოფებს, კონკურსებს, ჰაკათონებს და სხვა წამახალისებელ-შემოქმედებით მიმართულებებს. კურსების რაოდენობა, მათი შინაარსის მრავალფეროვნება და ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.