კომპანია "დიომ" თბილისის #213 საჯარო სკოლის პროექტი დააფინანსა

მხარდამჭერმა კომპანიამ უკვე გამართა ონლაინ შეხვედრა მოსწავლეებთან, სადაც განიხილეს სამოქმედო გეგმა.


პროექტი „იცხოვრე ჯანსაღად, იზრუნე მომავალზე“ მიზნად ისახავს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მის ფარგლებში მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას ჯანსაღი კვების შესახებ, შედეგებზე დაყრდნოით კი გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები. ასევე, სკოლის სპორტული დარბაზი აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და ჩატარდება „მხიარული სტარტები“, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის ტურნირები. პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართება „კულინარიული დუელი“ და გამარჯვებულთა სიგელებით დაჯილდოება.