დმანისის #3 საჯარო სკოლამ, მცირე გრანტის ფარგლებში, დაიწყო პროექტის „კიბერბულინგი და სიძულვილის ენის პრევენცია“ განხორციელება.

პირველ ეტაპზე, ჩატარდა შეხვედრა ციფრული მოქალაქეობის შესახებ, რომელსაც უძღვებოდა ციფრული მოქალაქეობის ექსპერტი მარიკა სიხარულიძე.


შეხვედრის მსვლელობისას მოსწავლეებმა გაიგეს, თუ რას ნიშნავს იყო ციფრული მოქალაქე, რა არის კიბერბულინგი და რას გულისხმობს კიბერჰიგიენა. მიღებული ცოდნის საფუძველზე, მოსწავლეები გეგმავენ შექმნან და გაავრცელონ ორენოვანი ფლაერები და პოსტერები, რომლებზეც განთავსებული იქნება კიბერბულინგის მაგალითები და რეკომენდაციები მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისა და მშობლებისთვის. ასევე, მოსწავლეები მოამზადებენ ონლაინ ბროშურას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სხვა სკოლებში და საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმებზე.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შემაჯამებელ ღონისძიებაზე აქტიურ მოსწავლეებს დააჯილდოებენ ადგილობრივი თვითმმართველობის, რესურს ცენტრის და კერძო სექტორის წარმომადგენლები.