თურქეთში მიწისძვრებით დაზარალებულთა დასახმარებლად, ქვემო ქართლის სკოლებმა საქველმოქმედო კამპანიები დაიწყეს.

მოსწავლეები თემის მასშტაბით აგროვებენ საჭირო ნივთებს და აწვდიან თურქეთის საელჩოს საქართველოში.


მარნეულის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ჩვენი მომავლისთვის“ ინიციატივით, თურქეთის საელჩოსკენ უკვე გაემართა თბილი ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტით დატვირთული სამი მიკროავტობუსი.


რუსთავის #16 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ეუნოიას“, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და დირექციის ერთობლივი ძალისხმევით, 70 შეკვრაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა მეზობელ ქვეყანაში გასაგზავნად.