მრგვალი მაგიდა ჩოჩხათის საჯარო სკოლაში

2012 წლის 8 მაისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლაში მცირე გრანტების პროექტის  ,,მზერა მომავლისკენ’’ ფარგლებში მოეწყო მრგვალი მაგიდა. პროექტის  მიზანია სკოლაში სამოქალაქო კლუბის ჩამოყალიბება და მისი მდგრადობის გაძლიერება. საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით სკოლაში მოიწვიეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის წარმომადგენლები. მოსწავლეებმა სტუმრებს  გააცნეს პროექტი, იმსჯელეს ახალგაზრდების აქტიურ  ჩართულობაზე თემის პრობლემების გადასაჭრელად. ასევე, დიდი ადგილი დაეთმო საინიციატივო ჯგუფისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის საკითხს. თემის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი შეუერთდებიან პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებას მოხალისეობრივ საწყისებზე. მოსწავლეები  პროექტის ფარგლებში სკოლაში თხილის პლანტაციის გაშენებას აპირებენ, რისთვისაც თემის მოსახლეობისაგან უსასყიდლოდ მიიღებენ სანერგე მასალასა და დახმარებას ფართობის შეღობვაში. სოფლის რწმუნებულმა, შოთა გრძელიძემ აღნიშნა, რომ ტერიტორიის ნაწილის შემოღობვის ხარჯები სოფლის განვითარების პროგრამაში უკვე ჩაიდო. 
 
გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი