დებატების ტურნირი კახეთში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, კახეთში მიმდინარეობს სასკოლო სამოქალაქო კლუბების  დებატების ტურნირი.  ტურნირის ჩატარებას აქტიურ დახმარებას უწევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისი და მათი დებატკლუბის ხელმძღვანელი ბორის მაჭარაშვილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კახეთის ყველა რაიონის საუკეთესო სკოლის გამოვლენა, რომლიც  საუკეთესო გუნდის  ტიტულის მოსაპოვებლად ივნისის ბოლოს მონაწილეობას მიიღებს ფინალურ  ტურნირში. 

ა.წ. 9 მაისს ჩატარდა დედოფლისწყაროს რაიონის საუკეთესო სკოლის შესარჩევი ტურნირი, რომელშიც  პროგრამის ყველა პარტნიორი სკოლა მონაწილეობდა. დებატები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და შემდეგ თემებს შეეხებოდა: მანდატურების არსებობა სკოლებში, სასკოლო გამოცდები, დემოკრატია საქართველოში.

ცხარე დებატების შედეგ გამოიკვეთა 2 აქტიური სკოლა - დედოფლისწყაროს #1 და #2 საჯარო სკოლები, ხოლო საბოლოოდ გაიმარჯვა დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლამ. აღნიშნული გუნდი მონაწილეობას მიიღებს  ფინალურ დებეტების ტურნირში კახეთის სხვა 7 რაიონის გამარჯვებულ გუნდთან ერთად.
 
თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი