შეხვედრა ანიმაციური ფილმების პროდიუსერთან

შემოქმედებით სექტორში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი პროფესიაა ანიმაციური ფილმების პროდიუსერი. თუმცა, საქართველოში ეს სფერო ნაკლებად პოპულარულია და მოსწავლეები მას იშვიათად განიხილავენ კარიერის შერჩევის პროცესში. სწორედ ამიტომ, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები შეხვდნენ ანიმაციური ფილმების პროდიუსერ მარიამ კანდელაკს, რომელიც ბერლინში, სტუდია “ჰანფილმში” საქმიანობს და საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის - “საქანიმას” დამფუძნებელი და დირექტორია. მარიამმა მოსწავლეებს გააცნო მისი პროფესია და აუხსნა, თუ როგორ არის ანიმაციის ინდუსტრია დაკავშირებული ტოლერანტობასთან, წიგნიერების დონის ამაღლებასთან, დემოკრატიასთან და სხა მნიშვნელოვან თემებთან.


ასევე, მოსწავლეები შეხვდნენ “საქპატენტის” იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელ თეონა კევლიშვილს, რომელიც აქტიურად არის ჩართული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში. თეონა ახალგაზრდებს ანიმაციის ინდუსტრიაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ ესაუბრა.


შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - “საქპატენტის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში.