მოსწავლეთა ვიზიტი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის რაიონულ სასამართლოში

საკრებულოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს სკოლაში ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიების სათანადოდ აღჭურვაზე, სკოლის ეზოს კეთილმოწყობასა და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის საჭიროებაზე. ასევე, შედგა შეთანხმება, რომ მოხდება ახალციხის #1 საჯარო სკოლის ეზოში სკამების დამატების, ხოლო დ.გურამიშვილის ქუჩაზე ტრენაჟორების დადგმის საკითხების განხილვა.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვიზიტისას მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ გაცნობოდნენ სასამართლო სისტემას, მიეღოთ ინფორმაცია მოსამართლეების საქმიანობის შესახებ და დაეთვალიერებინათ სასამართლო სხდომათა დარბაზები.
ვიზიტებში მონაწილეობა მიიღეს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით.