მოსწავლეების ვიზიტი კოლეჯ „მოდუსში“

გარდაბნის #1 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები, პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კოლეჯ „მოდუსს“ ეწვივნენ. მოსწავლეებს კოლეჯის კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა უმასპინძლა და დაათვალიერებინა თაბაშირ-მუყაოს მონტაჟის, ელექტროობის, შედუღების, სანტექნიკის სისტემის ექსპლუატაციის, მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების, კულინარიის, სამკერვალო წარმოების, დეკორატიული მცენარეების მოვლის და სხვა საამქროები.